четверг, 13 мая 2021 г.


1.    პროექტის სათაური: ,,დათვის წვეულება’’

2.    პროექტის იდეა: ი.კრილოვის იგავ-არაკის ,,დათვის წვეულების“ გაცნობა-შესწავლა. მოსწავლეებმა წარმოაჩინონ  გამომსახველობის უნარი, მიიღონ ინსცენირებაში მონაწილეობა, შეძლონ განასახიერონ პერსონაჟები. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. ბავშვებს სურდათ თვითონ გამხდარიყვნენ მსახიობები, ამ სურვილის გამოთქმის შემდეგ დავგეგმეთ ეს პროექტი, რათა ყოფილიყო მათი პირველი მცდელობა და შესაძლებლობების მოსინჯვა ამ პროფესიაში.

3.    პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა როლის მორგება,მხატვრული კითხვის უნარის განვითარება, აუდიტორიასთან ურთირთობის დროს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მეტყველებისა  და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება.

4.    პროექტის მონაწილეების ასაკი: კლასი-დაწყებითი საფეხური,მე-3 კლასი

5.    ვადები,ხანგრძლივობა: 2კვირა.

6.     პროექტის მიმდინარეობა: მოსწავლეებმა მოდიფიცირება გაუკეთეს იგავ-არაკს, დაამატეს ცხოველები და ფრინველები, მოაწყვეს საქორწილო სუფრა, წარმოთქვეს სადღეგრძელოები, შეასრულეს მუსიკის თანხლებით ლეკური ცეკვა,შეასრულეს სუფრული სიმღერა, რომელიც მუსიკის მასწავლებელთან-ნათელა ანიაშვილთან ერთად მოამზადეს, გაინაწილეს როლები და დაიწყეს ამ როლების შესწავლა,ასევე დაამატეს გამოცანები, სხვა ...დაიწყეს რეპეტიციები,მოირგეს ნიღბები და შესაბამისი ჩაცმულობა,მოიძიეს ინფორმაცია დათვების ცხოვრებაზე და ნახეს ვიდეოები. ასევე ხელოვნების მასწავლებელ მზია ზეინკლიშვილთან ერთად დაამზადეს აფიშა და მოსაწვევი ბარათები.

7.    პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა,უკეთ გაეცნონ მსახიობის პროფესიას,განიხილონ პერსონაჟების ქცევები და უკეთ გაარჩიონ ცუდი და კარგი.

8.    პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, ნიღბები, ჩაცმულობა, კომპიუტერი. (სუფრის ჭურჭელი:დოქები, სასმისები).

9.    საქმიანობები: სამიზნე ჯგუფისთვის პროექტის გაცნობა, ტექსტის როლებად განაწილება, დასწავლაზე მუშაობა, ნიღბების და ჩაცმულობების შექმნა, რეპეტიციების გავლა, მოსაწვევი ბარათების დამზადება, სტუმრების მოწვევა, პექტაკლის გამართვა. ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს ლამაზი მოსაწვევი ბარათები, გააფერადეს და გააფორმეს.

10.  საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან ე.ს.გ-სთან კავშირი

ქართ.დაწყ.(1).1 მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.

მიზნისა და სამეტყველო სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს(ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას).

ტექსტის როლური ინსცენირება შესაბამისი ინტონაციისა და მიმიკის გამოყენებით.

ქართ.III.I.მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.

ქართ.III.3 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა, (მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციას და სხვა გამომსახველობით ხერხებს.)

11.  პროექტის ხელმძღვანელი: მზია გამხიტაშვილი

12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mziko1956@gmail.com